საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ძებნა
კალენდარი
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2012 ივლისი 4 » Geminoid F – ყველაზე „ადამიანური” რობოტი
8:53 PM Geminoid F – ყველაზე „ადამიანური” რობოტი | |
![]() დასახელება:Geminoid F – ყველაზე „ადამიანური” რობოტი
Geminoid F-ს მეორენაირად „ცოცხალ თოჯინასაც” უწოდებენ. აქამდე შექმნილი რობოტებიდან ის ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანს – შეუძლია 65 სხვადასხვა გამომეტყველების მიღება, ლაპარაკობს და მღერის კიდეც. შესაძლოა, სულ რაღაც რამდენიმე თვე გვაშორებდეს იმ პერიოდამდე, როცა მომღერალთა ჯგუფებსა და ახალბედა მსახიობებს რობოტები ჩაანაცვლებენ. მრავალფუნქციურმა Geminoid F-მა ჰონგკონგში გამართული პრეზენტაციის შემდეგ ჩინეთის მოსახლეობაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამ ქმნილებას შეუძლია გაღიმება, ასევე უცნაური და დამცინავი მიმიკების გამოხატვაც კი. ამ ყველაფერს რეზინის კანის ქვეშ განლაგებული მექანიკური სტიმულატორები უზრუნველყოფენ. როგორც Geminoid F-ის შემქმნელი ჰიროში იშიგურო ამბობს, მისი მიზანია ისეთი რობოტის შექმნა, რომელიც ადამიანის მაქსიმალურად ზუსტი ასლი იქნება და მრავალს დააჯერებს, თითქოს მექანიკური მოწყობილობა კი არა, ცოცხალი ორგანიზმია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |