კვირა, 2025-07-20, 5:21 PM
მთავარი რეგისტრაცია RSS
მოგესალმები, სტუმარი
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
როგორ მოგწონთ საიტი
სულ პასუხი: 14
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2012 » ივლისი » 4 » “ჰონდას” ანდროიდ “ასიმოს” უკვე წყლის დასხმაც შეუძლია!
8:56 PM
“ჰონდას” ანდროიდ “ასიმოს” უკვე წყლის დასხმაც შეუძლია!




დასახელება:"ჰონდას” ანდროიდ "ასიმოს” უკვე წყლის დასხმაც შეუძლია!


ვინც არ იცის: "ჰონდა” მარტო ავტომობილებს როდი უშვებს.
იაპონური კომპანია მოტოციკლების, საზღვაო ხომალდების ძრავების, ელექტროგენერატორების, რეაქტიული ბიზნეს თვითმფრინავების და… რობოტების მწარმოებელიცაა. ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებს კი ჰუმანოიდურ რობორ "ასიმოს” წარმოებისას იყენებს.
"ასიმო” ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური ვერსიების დონეზე მზადდება და მისი ყოველი მომდევნო მოდიფიკაცია ყოველთვის გვაკვირვებს თავისი შესაძლებლობებით. ახლახანს "ჰონდამ” ამ რობოტის მორიგი ვერსია წარმოადგინა, რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები, ბოთლიდან ჭიქაში სითხის დასხმა შეუძია. დაგისხამთ და მერე, სასიამოვნო ხმით შემოგთავაზებთ…
მართალია, ახალი "ასიმო” გარეგნულად თავის წინა მოდიფიკაციებს ძლიერ ჰგავს, თუმცა თვისობრივად მათგან ძლიერ განსხვავდება. ჯერ ერთი, მას აბსოლუტურად ავტონომიურ რეჟიმში, ადამიანის მითითებების გარეშე მოქმედება შეუძლია. თავად განსაზღვრავს, კონკრეტულ მომენტში რა უნდა მოიმოქმედოს.ახალი "ასიმო” უფრო სპორტული თვისებებითაც გამოირჩევა: ჯერ ერთი, ის წინამორბედზე 6 კილოგრამით მსუბუქია და 48 კილოგრამს იწონის. მას თავისუფლების 57 ხარისხი აქვს (წინას 34 ჰქონდა). გაიზარდა მისი გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარეც – თუ ადრე რობოტს მაქსიმუმ 6 კმ/სთ სიჩქარით სიარული შეეძლო, ახლა ეს მაჩვენებელი 9 კმ/სთ-ია. უცვლელი დარჩა "ასიმოს” სიმაღლე – 130 სმ. რობოტის ყველაზე დიდი მინუსი ისაა, რომ აკუმულატორის ტევადობა 40 წუთს ჰყოფნის.
კატეგორია: »»ტექნოლოგია««« | ნანახია: 454 | დაამატა: hakerboy | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Name *:
Email:
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
Code *: